ვიდეოები

09.04.2013

სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სასკოლო წიგნები უფასოდ დაარიგოს

მომავალი წლიდან მშობლებს სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა აღარ მოუწევთ. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წიგნები უფასოდ დაარიგოს და ერთჯერადი გამოყენების აღარ იყოს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით,  მშობლები კმაყოფილები არიან, თუმცა პრეტენზიები აქვთ გამომცემლობებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე,  ამ ინიციატივას წამგებიანად მიიჩნევენ. ისინი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასაც გეგმავენ.

 

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები