ვიდეოები

28.05.2013

მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის განვითარებაში, უცხოეთში მცხოვრები ქართველების ჩართვაზე მუშაობას იწყებს

რა პრობლემები აქვთ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და როგორია ხელისუფლების სტრატეგია ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში. მინისტრთა კაბინეტი უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამოცდილების გაზიარების და მათი ცოდნის გამოყენებაზე მუშაობას იწყებს. რას სთავაზობს სახელმწიფო უცხოეთში მყოფ ქართველებს და რა ფორმით უნდა მოხდეს მათი ჩართვა ქვეყნის განვითარებაში. კინოთეატრ "ამირანში"   "ქართული დიასპორის დღეები 2013"  გაიხსნა.  დიასპორის დღეები ემიგრაციის თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენებით დაიწყო. დოკუმენტური ფილმი "მიწის სჯული" ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას ასახავს. "ქართული დიასპორის დღეების" სამი დღე გაგრძელდება. ხვალ ღონისძიების ფარგლებში   კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

 

სხვა სტატიები