ახალი ამბები

01.09.2014

ვინ ჩაერთვებიან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

დღეიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი სამედიცინო დახმარების ადმინისტრირებას კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად, სახელმწიფო მოახდენს. ამ ადამიანებს იგივე სადაზღვევო პაკეტი შეუნარჩუნდებათ, თუმცა მომსახურების ოპერატიულობა გაიზრდება.

 

 

სხვა სტატიები