ახალი ამბები

14.08.2014

რამდენად საფუძვლიანია აჟიოტაჟი, რომელიც საკმაოდ ბევრი მედიკამენტის მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე გაყიდვის გადაწყვეტილებას უკავშირდება

რამდენად საფუძვლიანია აჟიოტაჟი, რომელიც 1 სექტემბრიდან საკმაოდ ბევრი მედიკამენტის მხოლოდ  რეცეპტის საფუძველზე  გაყიდვის გადაწყვეტილებას უკავშირდება. უკვე ორი დღეა ჯანდაცვის სამინისტრო ამ თემაზე განმარტებებს აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, კარგად გაერკვეს,  თუ რას გულისხმობს ახალი წესი. მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილში გუშინ ერთგვარი შიში იმ შეტყობინებებმაც გააძლიერა, რომელიც ფარმაცევტულმა კომპანიებმა დააგზავნეს მოწოდებით  -1 სექტემბრამდე თადარიგი დაიჭირონ,  ანუ მედიკამენტები ჯერ კიდევ ურეცეპტოდ შეიძინონ და მოიმარაგონ.  დავით სერგეენკო დღეს ამ შეტყობინებებსაც გამოეხმაურა და ფარმაცევტული კომპანიების, კლინიკებისა და პოლიკლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა,  თუ რატომაა უკეთესი, გარკვეული კატეგორიის წამლები მხოლოდ რეცეპტით გაიცემოდეს.

 

 

 

სხვა სტატიები