ახალი ამბები

07.05.2013

თეა წულუკიანი მშობლისთვის ბავშვის სქესის წინასწარ შეტყობინების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ტელეიმედთან" საუბრისას აბორტის აკრძალვის შესახებ პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, აბორტის აკრძალვა გამოიწვევს ამ პროცესის სარდაფებსა და სხვა ანტისანიტარულ ადგილებში გადანაცვლებას. მინისტრი ასევე აღნიშნავს,  რომ დასაშვებად მიაჩნია  მშობლებისთვის ბავშვის სქესის წინასწარი შეტყობინების აკრძალვა.

"როდესაც უწმინდესმა აბორტების აკრძალვაზე ბრძანა, მან საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. არ მგონია, რომ აბორტის კანონმდებლობით აკრძალვა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვშიშობ, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდა ქალები, ახალგაზრდა გოგონები მაინც გაიკეთებენ, იქნება ეს სარდაფები თუ სხვა ანტისანიტარული ადგილები, იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. თუმცა მომხრე ვიქნებოდი ერთადერთი აკრძალვისა - ეს არის მშობლებისთვის სქესის წინასწარ შეტყობა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, აბორტი ისეთ დროს კეთდება, როცა ოჯახი ბიჭს ელოდება, არ უნდა ჰყავდეს გოგო და როცა სქესს შეიტყობენ, „ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

სხვა სტატიები