ახალი ამბები

22.04.2013

ქვეყანაში წითელას შემთხვევები კვლავ მატულობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 475-ით გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით,  საქართველოში წითელას სულ 1716 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1230 შემთხვევა - თბილისში. ამ შემთხვევების  უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 637-ს შეადგენს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში. დაავადების შემთხვევების რაოდენობა მაღალია ასევე 1-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ზოგადად,  წითელას შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. დაავადების შედეგად ორი პაციენტი გარდაიცვალა.

სხვა სტატიები