ახალი ამბები

17.01.2014

ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა. როგორც პატარკაციშვილის ადვოკატებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა,  ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა დაიწყო სამართლებრივი დავა „იმედთან“ დაკავშირებით. წულუკიანის განცხადებით, ქალბატონი ინა და ოჯახი მიზნად ისახავდნენ "ტელეიმედის" დაბრუნებას და თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს "ლინკს" შორის მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული იჯარის ხელშეკრულების აღდგენას, ან  400 მლნ ზიანის ანაზაღაურებას. ამის შემდეგ წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და მხოლოდ და მხოლოდ ამის სანაცვლოდ, ოჯახმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა,  მათ შორის "იმედთან" დაკავშირებითაც, რომლის დაბრუნებაზეც ოჯახმა იძულების გზით თქვა უარი.

 

სხვა სტატიები