ახალი ამბები

16.01.2014

„RMG გოლდში“ კომპანიის მიმართ მიზანმიმართულ ანტიკამპანიაზე საუბრობენ

„RMG გოლდში“ კომპანიის მიმართ მიზანმიმართულ ანტიკამპანიაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, გუშინ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ცრუ შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საყდრისის ოქროს მაღარო დანაღმული იყო და „RMG გოლდი“ მის აფეთქებას გეგმავდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა ცნობილია, რომელის წინააღმდეგაც სარჩელს სასამართლოში შეიტანენ. დღეს „RMG გოლდში“ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე ყველანაირი სამუშაოები შეჩერებულია. 

 

 

სხვა სტატიები