ახალი ამბები

14.01.2014

4-დღიანი პროტესტის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის შემოქმედებითი დასის წევრები რეპეტიციებს ხვალიდან განაახლებენ

4-დღიანი პროტესტის შემდეგ,  ოპერისა და ბალეტის შემოქმედებითი დასის წევრები რეპეტიციებს ხვალიდან განაახლებენ. გადაწყვეტილება დასის ნაწილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ გადადგომის შესახებ გადაწვეტილება მიიღო. ჟორდანიას განცახდებამდე კი დასის წევრები მთელი დღის განმავლობაში კულტურის სამინისტროში იმყოფებოდნენ, პირველ ეტაპზე მინისტრს შეხვდნენ, არადამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემდეგ კი სამინისტროს ფოიეში აქციას მართავდნენ. ჟორდანიას გადადგომის მიუხედევად, ამ დრომდე უცნობია,  ვინ შეასრულებს მის მოავალეობას. დასის წევრების ნაწილს კი სასურველი სამხატვრო ხელმძრვანელის კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს,  თუმცა ამაზე დღეს ხმამაღლა არ საუბრობენ.

 

 

 

სხვა სტატიები