ახალი ამბები

14.01.2014

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ თანამდებობა დატოვა

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან დღეს კულტურის სამინისტროში განაცხადა, ოპერა არის მისი სახლი და სავარძელი არაფრად  უღირს.  გადადგომის გადაწყვეტილება ჟორდანიამ ჟურნალისტებს სამინისტროში მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად გააცნო. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ოპერისა და ბალეტის დასთან დაკავშირებით,  დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. მინისტრ გურამ ოდიაშარიას თქმით კი, ჟორდანიას გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით კულტურის სამინისტყროში ვერ აკონკრეტებენ ვინ შეასრულებს ჟორდანიას მოავალეობას ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე. რაც შეეხება თავად ხელმძრვანელის არჩევის წესს,  კულტურის მინისტრის თქმით, მას დასის წევრების შემოთავაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ დასმა სასურველი კანდიდატურა თავად აირჩიოს და მინისტრმა დაამტკიცოს. საპროტესტი აქციის მონაწილეები  გიორგი ჟორიდანიას გადაწყვეტილებას სამინისტროს ფოიეში ოვაციებით შეხვდნენ.

 

 

 

სხვა სტატიები