ახალი ამბები

13.01.2014

მოუწევს თუ არა ოპერის დასის ხელმძღვანელს გიორგი ჟორდანიას პოსტის დატოვება

მოუწევს თუ არა ოპერის დასის ხელმძღვანელს გიორგი ჟორდანიას პოსტის დატოვება ეს ხვალ გახდება ცნობილი. კულტურის სამინისტროში დღეს ჟორდანიას მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს მოუსმინეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟორდანიას მოწინაარმდეგებმა განაცხადეს, მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ თეატრი ჟორდანიას გარეშე განიხილება. მინისტრის მოადგილე ბადრი ბარგარტიონ-გრუზინსკი კი აცახდებს, რომ საკითხს მარტივად ვერ გადაწყვეტენ და გადაწყვეტილებას ხვალ დაგეგმილი, კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ. გიორგი ჟორდანიას მოწინააღმდეგეების გარდა დღეს, კულტურის სამინისტროში, მისი მომხრეებიც მივიდნენ. ოპერის დასის სოლისტების თქმით, გიორგი ჟორდანია საქმის პროფესიონალია და მას დასის წევრები მხოლოდ იმიტომ გაემიჯნენ, რომ დატვირთვას ვერ გაუძლეს. 

 

სხვა სტატიები