ახალი ამბები

13.01.2014

McDonald's-ი აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში შესვლის სურვილს გამოთქვამს

McDonald's-ი აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში შესვლის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ ინფორმაცია McDonald's-ის ოფიაციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, McDonald's-მა საკუთარ ვებგვერდზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად აღნიშნა და ამ "ქვეყნის" ბაზარზე შესვლის სურვილი გამოთქვა, რისთვისაც ადგილობრივი წარმომადგენელის მოსაძებნად კონკურსი გამოაცხადა. McDonald's-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რაც ძალიან კარგად მუშაობს როგორც მეწილეების, ისე დასაქმებულებისთვის. კომპანია კონკურსს აცხადებს აფხაზეთში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის ან ინდივიდებისთვის, ვისაც შეეძლება სათანადოდ წარმოადგინოს ბრენდი აფხაზეთში. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბრისას საქართველოში McDonald's-ის წარმომადგენელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, ის ამერიკაში კომპანიის იურისტს უკვე ესაუბრა და ხვალ განცხადება საიტზე აღარ იქნება. მისი თქმით, მას McDonald's-თან უნიკალური ხელშეკრულება აქვს და მისი ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე McDonald's-ის აშენება შეუძლებელია.

სხვა სტატიები