ახალი ამბები

03.01.2014

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალი დირექტორი შესაძლოა დღეს სამსახურში მივიდეს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალი დირექტორი შესაძლოა დღეს სამსახურში მივიდეს. გიორგი დონაძემ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა სატელეფონო საუბარში პროექტების გაცნობის მიზნით ცენტრში მისვლა არ გამორიცხა.  დონაძის თქმით, სამომავლო გეგმებზე ის ვრცლად უახლოეს დღეებში ისაუბრებს. ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი დონაძის კანდიდატურა ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ დაასახელა, შესაბამის ბრძანებას კი კულტურის მინისტრმა ხელი 30 დეკემბერს მოწერა. ცენტრის თანამშრომლები დონაძის კანდიდატურას თავიდანვე აპროტესტებდნენ და სამეთვალყურეო საბჭოს დაშლას ითხოვდნენ. პრობლემები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში 18 დეკემბერს ყოფილი დირექტორის, გიორგი უშიკიშვილის გათავისუფლებას მოჰყვა.

სხვა სტატიები