ახალი ამბები

03.01.2014

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს 81 წელი უსრულდება

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 4 იანვარს 81 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით მრევლს საშუალება ექნება პატრიარქს იუბილე საპატრიარქოში დღეს მიულოცოს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, დაიბადა. 1977 წლის 23 დეკემბერს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ბოლო 36 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 42-მდე გაიზარდა. მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. 

 

სხვა სტატიები