ახალი ამბები

27.12.2013

ხელოვნების წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ერქომაიშვილს, მხარდაჭერას უცხადებენ

ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ანზორ ერქომაიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. რობერტ სტურუასთვის , ლექსო თორაძისთვის  და გია ყანჩელისთვის ერქომაიშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მიუღებელია. მათი თქმით, ანზორ ერქომაიშვილს ქართული ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ანზორ ერქომაიშვილს მხარდაჭერას უცხადებს 8 ფოლკლორული ანსამბლიც. მათ დღეს სპეციალური მიმართვაც შეიმუშავეს, რომელშიც  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქმიანობასა და ახალ სამეთვალყურეო საბჭოზე საუბრობენ. ისინი ნდობას უცხადებენ, ფოლკლორის ცენტრში შექმნილ სამეურვეო საბჭოს, რომლის შემადგენლობის დაშლასაც ცენტრის თანამშრომლები ითხოვენ.

 

სხვა სტატიები