ახალი ამბები

26.12.2013

ხმაური ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან - აჭედილი კარი და ხუთპუნქტიანი მოთხოვნა

ხმაური ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ანსამბლ „ბასიანის“ ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელება თაამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც მათ დღეს შენობის კარი აჭედეს, კულტურის სამინისტროს კი 5-პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამდებობაზე, საბჭოს წარდგინების შემდეგ სწორედ კულტურის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა,  უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხი მხარეების პოზიციების მოსმენის გარეშე არ გადაწყდება და ვიდრე მინისტრი ბიულეტენზეა,  ვითარებაში გასარკვევად  უახლოეს დღეებში ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებს მინისტრის მოადგილეები შეხვდებიან.

 

 

 

 

სხვა სტატიები