ახალი ამბები

03.12.2013

2014 წელს საქართველო 600 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალს აიღებს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 2014 წელს, საქართველოს სახელმწიფო 600 მილიონ ლარს შიდა ვალს აიღებს. მისივე განმარტებით, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 400 მილიონი ლარის აღება, თუმცა 2014 წლის ბიუჯეტი 600 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას ითვალისწინებს, საიდანაც 400 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებს მოხმარდება,  200 მილიონი კი  კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსდება, რომ კომერციულმა ბანკებმა გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების გაცემა შეძლონ. 

სხვა სტატიები