ახალი ამბები

10.10.2013

დავით უსუფაშვილი - "ბიზნესასოციაციის ლობისტი პარლამენტში მუდმივად დაიდებს ბინას

პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბიზნესასოციაციას პარლამენტში საკუთარი ლობისტი ყავდეს.
"ბიზნესასოციაციის ლობისტი პარლამენტში მუდმივად დაიდებს ბინას. მისთვის ღია იქნება ნებისმიერი კაბინეტის, ნებისმიერი კომიტეტის, ყველა შეხვედრის კარი და პარლამენტში არც ერთი კანონპროექტი განხილული არ იქნება ბიზნესწრეების დასკვნების გარეშე. მათ ექნებათ საშუალება ყველა ასეთ განხილვას დაესწრონ", - განაცხადა  დავით უსუფაშვილმა გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, თუკი ბიზნესს რაიმე ტიპის პრობელმა შეექმნება მათ პარლამენტთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემათ. 

სხვა სტატიები