ახალი ამბები

04.10.2013

სამარ ჩოკუტაევის დასაკავებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ინტერპოლისთვის დოკუმენტაციას ამზადებს

სამარ ჩოკუტაევის დასაკავებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ინტერპოლისთვის დოკუმენტაციას ამზადებს. მასზე ძებნა უკვე გამოცხადებულია და დოკუმენტაცია თბილისი ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოფაილის ავტორს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცველებს ამერიკული მხარე დაეხმარა. ცნობილია რომ მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეწ. ჯიჰადის საქმე გახნილად გამოაცხადა, სამარ ჩოკუტაევმა სოციალურ ქსლში საკუთარი გვერდები გააუქმა. 

 

სხვა სტატიები