ახალი ამბები

21.08.2013

ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებას იწყებს

ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებისთვის ბოლო 6 წლის განმავლობაში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ამ თანხის საერთო რაოდენობა მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებითGგანცხადება ფინანსთა მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხადური ამბობს, რომ  გადასახადების ზედმეტად გადახდა ობიექტური მიზეზებით ხდებოდა, მაგალითად კი მინისტრმა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა დაასახელა, ხოლო ნაწილი ხადურის ცნობით წინასწარ გადახდილი გადასახადები იყო, რაც მისივე შეფასებით, არაობიექტური მიზეზია. სამინისტროს წარმოდგენილი სტატისტიკით ზედმეტად გადახდილი გადასახადების მეტი წილი მშენებლობაზე ფიქსირდება.  ნოდარ ხადური თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ნაბიჯია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით და მილიარდზე მეტი ლარის გადასახადის დაბრუნება ბიუჯეტში გაწერილი პროექტების შესრულებას ხელს არ შეუშლის.

 

სხვა სტატიები