ახალი ამბები

20.08.2013

კომპანია „ნოვა ტექნოლოჯი“ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს

სწრაფი გადახდის აპარატების კომპანია „ნოვა ტექნოლოჯი“ დედაქალაქის მერიას საქართველოს ბანკთან გარიგებაში ამხელს და მთავრობას თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას სთხოვს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს ბანკსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის არსებული შეთანხმებით, საეჭვო ვითარებაში ჩამოყალიბდა მეტრომანის სისტემა, რომელიც მგზავრობის საფასურის მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებით გადახდას გულისხმობს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, მათ წინააღმდეგ ბრძოლას ფინანსურად წამგებიანი, ზარალიანი ოპერაციებით და ბაზრის მონოპოლიზებით ახდენს. კომპანიის იურისტის თქმით, საქართველოს ბანკის ფეიბოქსები ერთადერთია, რომლით სარგებლობისას მომხმარებელი დამატებით პროცენტებს არ იხდის, რაც „ნოვა ტექნოლოჯის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მერიასთან მიღწეული შეთანხმების შედეგია. მათივე თქმით, საკომისიოს თანხას ბანკის ნაცვლად სწორედ დედაქალაქის მთავრობა ფარავს.

 

სხვა სტატიები