ახალი ამბები

20.06.2013

სასჯელაღსრულების სამინისტრომ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველომ“ დღეს, პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამა წარადგინეს

სასჯელაღსრულების სამინისტრომ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველომ“ დღეს, პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა წარადგინეს. პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემისთვის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. დოკუმენტი განსაზღვრავს იმ მსჯავრდებულების რაოდენობას, რომლებიც მკურანლობის კურსს გაივლიან, ასევე, კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც პაციენტთა შერჩევა მოხდება. გარდა ამისა, იგეგმება სამოქალაქო სექტორისთვის  C ჰეპატიტის  მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების გაიაფება. 

 

სხვა სტატიები