ახალი ამბები

13.06.2013

1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პაკეტის მოცულობა იზრდება - პაკეტს გეგმიური სტაციონარული მომსახურებაც ემატება

პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლეთათვის და იმ პირებისთვის, ვისაც სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნია - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. რაც შეეხება მშობიარობის ფასს, ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა ყველა სახელმწიფო სამშობიარო დაწესებულებას და ფასი მათთან შეთანხმებით დადგინდა. თუმცა მინისტრის თქმით,  თუ ვინმეს ექნება სურვილი უფრო მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში იმშობიაროს, შეუძლია,  ისარგებლოს უფასო მშობიარობის პროგრამით, მაგრამ ფასზე განსხვავება თავად უნდა გადაიხადოს. მინისტრის განცხადებით, რაც შეეხება წინასამშობიარო პერიოდს, ანუ ორსულთა პატრონაჟს, საყოველთაო სადაზღვევო პაკეტში ეს ხარჯი გათვალისწინებული არ არის. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს.  გარდა ამისა,  1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პაკეტის მოცულობაც იზრდება. დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო პაკეტი ამ დრომდე მოიცავდე სამ კომპონენტს, გეგმიურ ამბულატორიას, გადაუდებელ ამბულატორიას და გადაუდებელ  სტაციონარს. 1 ივლისიდან კი პაკეტს გეგმიური სტაციონარული  მომსახურებაც ემატება. 

 

 

სხვა სტატიები