ახალი ამბები

24.03.2016

დირექტორების გათავისუფლების გამო დღეს სასწავლო პროცესი 90-ე და 83-ე საბავშო ბაღებში ჩაიშალა

სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულებებში საკადრო გადაწყვეტილებები პროტესტის მიზეზი ხდება. სწორედ დირექტორების გათავისუფლების გამო დღეს  სასწავლო პროცესი 90-ე და 83-ე საბავშო ბაღებში ჩაიშალა. პროტესტს უერთდებიან მშობლებიც. ისინი დირექტორების დაბრუნებას ითხოვენ, დირექტორები კი სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით ბაგა-ბაღების 13 ხელმძღვანელი გათავისუფლდა. მიზეზად მერიის შიდა აუდიტის დასკვნები სახელდება, რომლის მიხედვითაც  სხვადასხვა სახის დარღვევებია გამოვლენილი.

 

 

 

  

სხვა სტატიები