ახალი ამბები

24.03.2016

“მიღწეულია შეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდის შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყება აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე. ამის შესახებ ეუთოს კომინიკეშიც არის ნათქვამი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის შდეგებს ეხება. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებზე იმსჯელეს ასევე თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის პატიმრების გაცვლის თემაზე, რაც დადებითად შეფასდა. ქართულმა მხარემ ჟენევაში დღეისთვის აქტუალური რამდენიმე საკითხიც დააყენა, მათ შორისაა სოფელ ჯარიაშენში რუსების მიერ გზის გაყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა და ა.შ. თუმცა,  საგარეო უწყების განცხადებაში არ არის მითითებული,  როგორია ამ საკითხებზე მხარეთა პოზიციები, ან დადგა თუ არა რომელიმე თემაზე შედეგი. 

 

სხვა სტატიები