ახალი ამბები

24.03.2016

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს. გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. იგი ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად. 

სხვა სტატიები