ახალი ამბები

23.03.2016

საზარელი ტერაქტებიდან მეორე დღე - ბრიუსელი და მთელი მსოფლიო დაღუპულებს გლოვობს

საზარელი ტერაქტებიდან მეორე დღე ბრიუსელში და ტერორისტები, რომელთა ვინაობაც სამართალდამცველმა უწყებებმა უკვე დაადგინეს. ზავენტემის აეროპორტის ტრაგედიის მონაწილედ მთავარმა პროკურორმა თვითმკვლელი ტერორისტი ბრაჰიმ ალ-ბარკაუ დაასახელა. მეტროს  სადგურ მალბეკის სადგურზე კი თავი მისმა ძმამ ხალიდ არ ბარკაუმ აიფეთქა.  ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად,  31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა. ბრიუსელი და მთელი მსოფლიო დაღუპულებს გლოვობს.

 

 

 

სხვა სტატიები