ახალი ამბები

23.03.2016

ფილიპ ბრიდლავი - საქართველომ მთელი სამყაროსთვის უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ნატოსთან მჭიდრო კავშირს ესწრაფვის

საქართველოში იმყოფება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური და ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების  უმაღლესი მთავარსარდალი  გენერალი ფილიპ ბრიდლავი. მას დღეს თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობდა, გენერალი შეხვდა როგორც თავდაცვის მინისტრს, ისე გენერალური შტაბის ხელმძღვანელს. შეხვედრების შემდეგ კი თინა ხიდაშელმა და ფილიპ ბრიდლავმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველო რუსეთიდან მომავალი მუქარისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ამერიკელი გენერალი პასუხობს, რომ საქართველომ  მთელი სამყაროსთვის უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ნატოსთან  მჭიდრო კავშირს ესწრაფვის.

 

 

სხვა სტატიები