ახალი ამბები

23.03.2016

ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს!" - აღნიშნავს ნადარეიშვილი.
დათა ახალაია საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საბერძნეთში დააკავეს, როცა იტალიიდან ყალბი სახელის გამოყენებით საბერძნეთში შესვლას ცდილობდა. თუმცა, მალევე, 100 ათასი ევროს ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი, საბერძნეთის სასამართლომ ახალაია გაამართლა.

სხვა სტატიები