ახალი ამბები

23.03.2016

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს

ალეკო ელისაშვილი ე.წ. კოკაინის საქმეზე შესაძლო კორუფციულ ფაქტზე შეწყვეტილ გამოძიებაზე საუბრობს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს. მისი თქმით, პროკურატურის განცახდება, რომ  ელისაშვილს შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოზიცია აპრილამდე ეკავა, სიმართლეს არ შეესაბამება. საკრებულოს დეპუტატი შოთაძის უწყებისგან ინტერესდება,  რატომ არ გასაჯაროვდა სხვა პირთა დაკითხვის ოქმებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმიც. ელისაშვილს პრეტენზიები საკუთარი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან დაკავშირებითაც აქვს.

 

 

სხვა სტატიები