ახალი ამბები

22.03.2016

ბრიუსელი პარალიზებულია - ტერაქტერბის სერიის შედაგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი თანდათან იზრდება

ტერაქტების სერია ბრიუსელში და 3 დღიანი გლოვა ევროპის დედაქალაქში. დღეს დილიდან მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ბელგიაა. 4  აფეთქება ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი  მეტროსადგურებში მოხდა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება.  ბელგიაში ახლა ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული და არმიაც საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. "ბი-ბი-სის"  ცნობით, განცხადება დაჯგუფების ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ, სააგენტო "ალ-ამაკმა" გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საკონსულო ბელგიაში, რომლის ინფორმაციითაც აფეთქებების შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

 

 

სხვა სტატიები