ახალი ამბები

22.03.2016

გიორგი დგებუაძე იგივე „მასტერა“ თბილისშია - ითანამშრომლებს თუ არა ყოფილი ძალოვანი მარალჩინოსანი გამოზიებასთან

გიორგი დგებუაძე იგივე „მასტერა“ თბილისშია ექსტრადირებული. ჰოლანდიამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქართველ სამართალდამცველებს ყოფილი ძალოვანი გადმოსცა. მას ბრალი ერთ საქმეზე აქვს წარდგენილი, ნავთლუღის სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოხდა. თუმცა, დგებუაძე  ბრალდებას არ აღიარებს. ოფიციალურად წაყენებული ამ ერთი ბრალის გარდა „მასტერას“  გვარი გასულ წლებში არაერთ გახმაურებულ საქმესთან კავშირშიც ისმოდა, მათ შორის   ფარული ჩანაწერების, ციხის ბუნტის და კონკრეტულ პირთა წამების საქმეებთან დაკავშირებით. დღეს გამოითქვა ვარაუდი, რომ ის საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელია, თუმცა ითანამშრომლებს თუ არა გიორგი დგებუაძე გამოძიებასთან, ჯერ უცნობია.

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები