ახალი ამბები

22.03.2016

ნადეჟდა სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - პოროშენკო პუტინს უკრაინელი მფრინავის ორ რუს სამხედროში გაცვლას სთავაზობს

დამნაშავეა - ასეთი ვერდიქტი გამოიტანა დღეს როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ და უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 22 წელი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადება 2 დღეს გრძლდებოდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. სავჩენკო ჟურნალისტების მკვლელობის გარდა რუსეთის საზღვრის გადაკვეთაშიც სცნეს დამნაშავედ, რისთვისაც 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. თმცა მოუხსენეს ბრალდება, რომელიც ლუგანსკის ოლქის 6 მშვიდობიან მოქალაქეზე თავდასხმას შეეხებოდა. მოსამართლემ იგნორირება გაუკეთა სავჩენკოს, როგორც უკრაინის რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის იმუნიტეტს. განჩენის გამოცხადებისთანავე უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელი მფრინავის ორ რუს სამხედროში გაცვლა შესთავაზა. ამის შესახებ მან ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საკუთარ მიმართვაში განაცხადა. პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ პუტინს  ნორმანდიული ოთხეულის ერთ-ერთ შეხვედრაზე დადებული პირობაც შეახსენა.

 

 

სხვა სტატიები