ახალი ამბები

22.03.2016

საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება და შეფასებები

ამოიწურა თუ არა საგარეჯოს შუალედურ არჩევნებტან დაკავშირებით ის კითხვები და ეჭვები, რომლებიც მრეწველტა პარტიის ლიდერს გოგი თოფაძეს თავდაცვის მინისტრის მიმართ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ გუშინ კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ არჩევნების გაყალბების ფაქტი არ დაადასტურა და საქმეც შეწყვიტა, მრეწველებში ჯერ გამოძიების შედეგთან დაკავშირებით,  კომენტარს არ აკეთებენ და პროკურატურისგან უფრო მეტი ინფორმაციის მოლოდინში არიან. გამოძიების შედეგს ენდობიან მმართველი კოალიციის წევრებიც, თუმცა,  ზოგიერთები იმ კანონზე მიუთითებენ, რომელიც თანამდებობის პირს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უფლებას აძლევს.

 

 

სხვა სტატიები