ახალი ამბები

22.03.2016

მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრი დღეს ბელგიაშია, სადაც ზედიზედ რამდენიმე ტერაქტი მოხდა - გარდაცვლილთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრი დღეს ბელგიაშია, სადაც ზედიზედ რამდენიმე ტერაქტი მოხდა -  გარდაცვლილთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ორი აფეთქება ჯერ ზავენტემის აეროპორტში, ორი  კი მეტროსადგურებში განხორციელდა. ერთდროულად ოთხი თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ბელგიის არმიაც.  ოფიციალური სტრუქტურების ცნობით, უსაფრთოების ზომები გამკაცრდა საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებშიც. ბელგიაში საქართველოს საკონსულოში კი ცხელი ხაზი ამოქმედდა, თუმცა როგორც ამ დრომდეა ცნობილი, აფეთქებების შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

 

 

სხვა სტატიები