ახალი ამბები

04.06.2013

თეა წულუკიანი ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" დაფუძნებას მიესალმება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის თქმით, იგი ბედნიერია ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" დაფუძნებით,  მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დამფუძნებელი მოსამართლე მისთვის ნაცნობი არ არის. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ასოციაციის პრეზენტაციის დაწყებისას გააკეთა. "იუსტიციის სამინისტრო უკვე თვეებია საუბრობს მართლმსაჯულების რეფორმებზე და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთადერთი მიზნის გარშემო, რაც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს, ეს არის- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მოსამართლის ღირსება", - ამბობს წულუკიანმა. მისივე თქმით, 9 ივნისი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ "მართლმსაჯულების ისტორიაში დიდი დღეა".

სხვა სტატიები