ახალი ამბები

31.05.2013

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას საპენსიო თანხის გაზრდას სთხოვენ. აღიშნული მოთხოვნით,  დღეს მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო აქცია ლოზუნგით - "ჩვენც ვარსებობთ" გამართეს. როგორც აქციის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების  მშობლები აცხადებენ  მთავრობა მათ ბავშვებს 70-ლარიან პენსიას უხდის, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ არის. აქციის მონაწილეებს მთავრობის კანცელარიაში მიმავალი პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე გამოესაუბრა. როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი ყველანაირად შეეცდება ამ ბავშვების პრობლემების მოგვარებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე მიმართვა გაგზავნეს, სადაც მათი  მოთხოვნებია დაფიქსირებული. მიმართვას ხელს 50-მდე მშობელი აწერს.

 

 

სხვა სტატიები