ახალი ამბები

21.07.2015

როგორია პროკურატურის საკანონმდებლო რეფორმის საბოლოო რედაქცია - ვინ იწუნებს და ვის რა შენიშვნები აქვს

პროკურატურის საკანონმდებლო რეფორმის საბოლოო რედაქციაში მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის. ვარიანტი, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს, დღეს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყება აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ისევ მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორი მაინც ხელისუფლების გავლენის ქვეშ რჩება. პროექტზე თავისი შენიშვნები აქვთ არასამთავრობოებსაც.

 

 

 

სხვა სტატიები