ახალი ამბები

20.07.2015

ახალი საკადრო გადაწყვეტილება და ისევ ვაკანტური შს მინისტრის სავარძელი - როგორი იქნება მთავარი საპოლიციო უწყების გაყოფის შდეგები

შს მინისტრის პოსტი ვაკანტური ხდება. ამჟამინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-ს გაყოფის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს. ის დღეს პრემიერმა წარადგინა. გომელაურის კანდიდატურა დასამტკიცებლად უკვე წარედგინა პარლამენტსაც. რაც შეეხება მის შემცვლელს, პრემიერი პირობას დებს, რომ ახალი შს მინისტრის კანდიდატურას ორ დღეში დაასახელებს. მანამდე კი ამ პოსტზე გომელაურის სავარაუდო შემცვლელები არაოფიციალურად სახელდებიან. ახალი სტრუქტურა, ახალი საკადრო გადაწყვეტილება და ისევ ვაკანტური შს მინისტრის სავარძელი - როგორი იქნება მთავარი საპოლიციო უწყების გაყოფის შდეგები.

 

 

სხვა სტატიები