ახალი ამბები

20.07.2015

სექტემბრიდან 200- ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების 50 პროცენტით დაიკლებს

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ ორკვირეული 27 ივლისიდან დაიწყება. სავარაუდოდ, სექტემბერში კი 200- ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების 50 პროცენტით დაიკლებს. ჯანდაცვის მისნიტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭიროა თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო, ბევრი წამლების გამოწერა. დავით სერგეენკოს თქმითვე, ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია, თუმცა სამინისნიტრო ამ მიმართულებით მუშაობას შემოდგომაზე დაიწყებს. ქართულ ბაზარზე დაახლოებით 15 ათასი დასახელების მედიკამენტია რეგისტრირებული, მათგან სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტი 1000-ზე მეტია.

 

 

 

                                      

სხვა სტატიები