ახალი ამბები

20.07.2015

"თბილისი 2015"-ის ოლიპმიური სოფელი პრემიერ-მინისტრმა, ვიცე- პრემიერთან და დედაქალაქის მერთან ერთად საზეიმოდ გახსნა

ახალგაზრდული ოლიმპიადის კიდევ ერთი ობიექტი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. "თბილისი 2015"-ის ოლიპმიური სოფელი პრემიერმინისტრმა, ვიცე პრემიერთან და დედაქალაქის მერთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები და ოლიმპიადის ახალგაზრდა მოხალისეები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიურ სოფელში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიური სოფლის მერი წარუდგინა. ეს თანამდებობა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა დაიკავა. თბილისის ზღვაზე მდებარე ოლიმპიურ სოფელში, სადაც 26 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით 4 ათასამდე სპორტსმენი იცხოვრებს, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რამდენიმე კორპუსი სახელმწიფოს გადაწყვეტლებით, დევნილებს გადაეცემა.

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები