ახალი ამბები

20.07.2015

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. წითელუბანისა და ხურვალეთის გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივ აირს 510 დევნილი ოჯახი მოიხმარს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხდება. სულ კი პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით,  გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი გაზიფიცირდა. გორის გარდა, გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. 

 

 

სხვა სტატიები