ახალი ამბები

20.07.2015

ფადი ასლი მთავრობას ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების 55-ი მილიონი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს  კითხვით მიმართავს. ფადი ასლი საკუთარ განცხადებაში მთავრობას ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საქართველოს ყველაზე მსხვილი კომპანიებისთვის მრავალმილიონიანი ჯარიმის დაკისრება არის მცდელობა, ძალის გამოყენებით დააშინონ აქციონერები, რათა მათ საკუთარი აქტივები გაყიდონ და შემდეგ ეს აქციები „ქართული ოცნების“ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა იყიდონ. ფადი ასლი კონკურენციის სააგენტოს დასკვნას სისულელეს უწოდებს.

 

 

სხვა სტატიები