ახალი ამბები

20.07.2015

როგორ ეხმაურებიან დეპუტატები ერგნეთში გამართულ შეხვედრას

ერგნეთში გამართულ შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატები ეხმიანებიან.  მათი შეფასებით, ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს იმ რესურსს, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგს ემსახურება. საპარლამენტო ოპოზიცია კი ხელისფლებას კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მთავრობის პოზიცია რუსეთის ხელისფლების წევრებთან მოდის თანხვედრაში და ერგნეთის შეხვედრა, ისევე როგორც აბაშიძე-კარასინის ფორმატი, უშედეგოა. „თავისუფალი დემოკრატები“ კი მთავრობას ურჩევენ, რომ შეხვედრაზე კონცენტრაცია, ე.წ საზღვრებიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე გააკეთოს.

 

 

  

სხვა სტატიები