ახალი ამბები

20.07.2015

რა საკითხები განიხილეს ერგნეთში

დაახლოებით ერთი სააათის წინ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრა დასრულდა. როგორც ცნობილია, მხარეებმა რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შეძლეს, მათ შორის 3 დღის წინ, სოფელ კნოლევიდან გატაცებული მამაკაცის დაბრუნებაზე, რომელსაც,  სვარაუდოდ, დღეს ან ხვალ შუადღემდე გათავისუფლებენ. მოლაპარაკების მთავარი თემა ხურვალეთსა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება იყო. როგორც ცნობილია,  ქართულმა მხარემ, გატაცებული საქართველოს მოქალაქის გარდა,  სოფელ ორჭოსანთან  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების საკითხიც დააყენა. ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს, რომ ე.წ საზღვარი  არ გადმოწეულა და დემარკაცია ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი პროცესია.  განსახილველ საკითხებს შორის იყო  სახელმწიფო დროშის გადმოცემაც,  რომელიც ცხინვალის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ მოხსნა. დროშა ქართულ მხარეს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

 

 

სხვა სტატიები