ახალი ამბები

20.07.2015

ვინ დაიკავებს შს მინისტრის თანამდებობას

ბოლო 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უკვე მეორედ გახდება ვაკანტური, თუმცა ვინ დაიკავებს მას ამჯერად  ჯერ-ჯერობით  უცნობია. შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატს პრემიერი რამდენიმე დღეში დაასახელებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი პოსტზე ბიძინა ივანიშილის დაცვის უფროსის ანზორ ჩუბინიძის, ასევე შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურები  სახელდება. ასევე არაოფიციალურად გაიჟღერა გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გვარმაც, თუმცა თავად აგულაშილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მასთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

 

 

 

 

სხვა სტატიები