ახალი ამბები

20.07.2015

ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას უსაფრთხოების სასმახურის ხელმძღვანელის პოსტზე საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენილი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. გომელაურის კანდიდატურას კენჭისყრამდე   კომიტეტები განიხილავენ. საკომიტეტო მოსმენები ხუთშაბათს დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს პრემიერის მიერ წარდგენილ კანდიდატს და დარწმუნებულია რომ გომელაური მხარდაწერას მოიპოვებს.  ხელისუფლების ოპონენტები კი თვლიან, რომ  ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის დანიშვნა, სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა და გომელაური ამ უწყებაში ყოფილი პრემიერის ინტერესებს განახორციელებს. 

 

 

სხვა სტატიები