ახალი ამბები

17.07.2015

„პანორამა თბილისის“ გარშემო დავა გრძელდება

არასამთავრობოების და მოქალაქეების ნაწილი „პანორამა თბილისის“ მშენებლობის დროებით შეჩერებას ითხოვს, თუმცა პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ უკვე ყველა შესაბამისი ნებართვა გასცა.უწყების ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს, რომლებმაც  შენობას სიმბოლურად ცერცვი  შეაყარეს.  იმ ფაქტს, რომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის დასაწყებად ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვები საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე გასცა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ. ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ისინი კანონმდებლობის დაცვით მოქმედებდნენ, რა დროსაც  საჯარო ინტერესიც გათვალისწინებული იყო.

 

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები