ახალი ამბები

17.07.2015

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას


"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმიც“ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას. კომპანია მიესალმება  კონკურენციის სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობას. თუმცა აცხადებს, რომ მას  "კონკურენციის შესახებ" კანონის არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია და ბრალდება, რომ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საკუთარი ინტერესებს სასამართლოს გზით დაიცავს ვისოლიც. შეგახსენებთ, ნავთობკომპანიები კონკურენციის სააგენტოს იმ დასკვნას აპროეტსტებენ, რომლის ტანახმადაც მათ კონკურენციის კანონის დარღვევაში ედებათ ბრალი, რისთვისაც სააგენტომ მათ მრავალმილიონიანი ჯარიმებიც დააკისრა.

 

 

სხვა სტატიები