ახალი ამბები

17.07.2015

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრას მართავს

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრას მართავს. თინათინ ხიდაშელი დეპუტატებს საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალებს აცნობს. თინა ხიდაშელმა 14 ივლისს საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდნეტს და ხელისუფლების სხვა წამომადგენლებს უკვე მიაწოდა. სხდომის დაწყებამდე თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ის მზადაა პასუხები გასცეს დეპუტატების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. თავდაცვის მინისტრის ნდობის ჯგუფთან შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარსმიღმა მიმდინარეობს.

 

 

სხვა სტატიები